მონაცემთა დაცვის პოლიტიკა სს „ექიმო“ საიდენტიფიკაციო ნომერი: 402199599 მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 123 EKIMO DOCTORS („ჩვენ“, „აპლიკაცია“) იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება. წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ქვეყნდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლების („მომხმარებელი“, „თქვენ“, „თქვენი“) პერსონალური მონაცემების და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და დაცვას. თუ „თქვენ“ არ ეთანხმებით მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, გაზიარების და დაცვის იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, არ გამოიყენოთ EKIMO DOCTORS ან რომელიმე სხვა მისი სერვისი. • ამ „აპლიკაციის“ გამოყენება ჩაითვლება იმის ნიშნად, რომ „თქვენ“ წაიკითხეთ, გაიგეთ და დაეთანხმეთ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრულ მეთოდებსა და პოლიტიკას და თანახმა ხართ, „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ სავალდებულო იყოს თქვენთვის. • წინამდებარე დოკუმენტის წაკითხვის შემდეგ „თქვენ“ ეთანხმებით „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების და გამჟღავნების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“. 1. პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება EKIMO DOCTORS აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ „სერვისები“ და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ „თქვენი“ საჭიროებები, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ აგრეგირებული ან დეიდენტიფიცირებული ფორმით. ჩვენ პატივს ვცემთ „თქვენს“ კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები: ა. მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ; ბ. გროვდება მკაფიო, კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და მხოლოდ ამ მიზნების შესაბამისად; გ. არის იმ მიზნების ადეკვატური, რელევანტური და არ არის გადაჭარბებული იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება; დ. არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება; ე. ინახება ისეთი ფორმით, რაც მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია მიზნებისთვის, რისთვისაც ეს მონაცემები მუშავდება. „თქვენ“ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას EKIMO DOCTORS-ს მიერ. ინფორმაცია, რომელსაც „თქვენგან“ შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: • „თქვენი“ სახელი და გვარი; • მოწყობილობა, რომელსაც „აპლიკაციისთვის“ იყენებთ; • თქვენი საცხოვრებელი მისამართი (ქვეყანა, ქალაქი და მისამართის სხვა დეტალები); • საკონტაქტო მონაცემები (როგორებიცაა, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი); • დემოგრაფიული მონაცემები (როგორებიცაა, „თქვენი“ სქესი და დაბადების თარიღი); • „თქვენი“ პირადობის მოწმობის ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა; • თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი ანონიმური და არაიდენტიფიცირებადი მონაცემები, მაგალითად მონაცემები სტატისტიკური შეფასებების ან შესწავლისათვის, არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს და შესაბამისად, წინამდებარე პოლიტიკის რეგულირების საგანს 2. კონფიდენციალობის გარანტიები 2.1. „თქვენ“ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით, როგორიცაა „თქვენი“ საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას. „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ ჩვენს მონაცემთა ბაზებში. თუ „თქვენ“ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ანდა EKIMO DOCTORS-ს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „თქვენ“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ შეიძლება შეგიწყვიტოთ „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2.2. თუ „თქვენ“ გსურთ „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაცია/გაუქმება შეგიძლიათ შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით წაშალოთ თქვენი ანგარიში. ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ „თქვენი“ ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია „თქვენი“ „სერვისების“ ანგარიში და საჭიროა „თქვენთვის“ „სერვისების“ მოწოდება. ასეთ ინფორმაციას არ შევინახავთ იმ ვადაზე მეტ ხანს, რაც საჭირო იქნება იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ეს ინფორმაცია შესაძლოა კანონიერად გამოვიყენოთ ან სხვაგვარად მოითხოვდეს იმ დროს მოქმედი კანონი. შესაძლოა მოვახდინოთ „თქვენი“ მონაცემების დეიდენტიფიცირება და აგრეგირება და შემდეგ შენახვა, თუ დაგვჭირდა ჩვენი სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდებისთვის, მაგრამ დეიდენტიფიცირებულ მონაცემებს ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ „თქვენ“ მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შედეგად EKIMO DOCTORS ვეღარ მოგაწოდებთ „სერვისებს“ ან შეწყვეტს „თქვენთან“ ნებისმიერ ურთიერთობას. 2.3. თუ არ გსურთ, მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@ekimo.ge. 2.4. „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ვრცელდება „აპლიკაციაზე“, კომპიუტერულ პროგრამაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებსაც ფლობს და აკონტროლებს EKIMO DOCTORS-ს მფლობელი სს „ექიმო“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი იურიდიული პირი, კომპანიის # 402199599). „თქვენ“ მიერ „სერვისების“ გამოყენებასა და წვდომაზე ვრცელდება „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, ჩვენი პირობები და სხვა პოლიტიკა. EKIMO DOCTORS არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით გამოჩნდება მის „სერვისებში“. ამ სხვა საიტებმა შესაძლოა თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები) ან სხვა ფაილები განათავსონ „მომხმარებლის“ მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ „მომხმარებელს“ პერსონალური ინფორმაცია, რაზეც EKIMO DOCTORS პასუხს არ აგებს. შესაბამისად, EKIMO DOCTORS არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებგვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდების და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ გადაწყვეტთ, ეწვიოთ მიბმულ მესამე მხარის ვებგვერდს, ამაზე მთლიან რისკს „თქვენ“ იღებთ. EKIMO DOCTORS მოუწოდებს „მომხმარებელს“, წაიკითხოს მესამე მხარეების მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. 2.5. EKIMO DOCTORS ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მის კონტროლქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევით დაკარგვისგან. თუმცა, EKIMO DOCTORS არ არის პასუხისმგებელი „მომხმარებლის“ რაიმე ზარალზე, რომელიც მას მიადგა „მომხმარებლის“ იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც „მომხმარებელი“ იღებს „სერვისებს“. 2.6. EKIMO DOCTORS ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს და აქვს სრულყოფილი დოკუმენტირებული საინფორმაციო უსაფრთხოების პროგრამა და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მენეჯერული, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ზომები, რომლებიც შეგროვილი ინფორმაციის და ჩვენი ბიზნესის ბუნების თანაზომადია. 2.7. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით კონფიდენციალობის და მონაცემების დაცვის „თქვენს“ უფლებას და გარდა ამ „მონაცემთა დაცვის პოლიტიკით“ განსაზღვრული შემთხვევებისა, „თქვენს“ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ მაშინ, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველობითი ორგანო ან სამართალდამცავი ორგანო, ანდა თუ EKIMO DOCTORS, თავისი შეხედულებით, ჩათვლის საჭიროდ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად, ან „გამოყენების პირობების“ ასამოქმედებლად ან გამოსაყენებლად. 2.8. იმ მოცულობით, რა მოცულობითაც იქნება საჭირო „მომხმარებლებისთვის“ „სერვისების“ გასაწევად, EKIMO DOCTORS ინფორმაციას მიაწოდებს კონტრაქტორებს, რომლებიც მუშაობენ EKIMO DOCTORS-ს სახელით ან EKIMO DOCTORS-სთან „აპლიკაციის“ ექსპლუატაციაზე. ასეთ შემთხვევაში, „თქვენ“ გვაძლევთ ნებართვას, „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ ამ მიზნით გავუმხილოთ კონტრაქტორებს. 2.9. ჩვენ ხელმისაწვდომს ვხდით „მომხმარებლის“ ყველა ინფორმაციას ჩვენი თანამშრომლების, აგენტების ან პარტნიორებისა და მესამე მხარეებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და ვაკისრებთ ჩვენს თანამშრომლებს კონფიდენციალობის მკაცრი დაცვის ვალდებულებას. 2.12 ზემოთქმულის მიუხედავად, EKIMO DOCTORS არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე დარღვევაზე ან მესამე მხარის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებსაც EKIMO DOCTORS ვერ აკონტროლებს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მთავრობის ქმედებებზე, კომპიუტერში ჰაკერულ შეღწევაზე, კომპიუტერულ მონაცემებთან და მონაცემთა შესანახ აღჭურვილობასთან არაუფლებამოსილ წვდომაზე, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლაზე, უსაფრთხოების და კოდირების დარღვევაზე, ინეტრნეტმომსახურების ან „მომხმარებლის“ სატელეფონო სერვისის უხარისხობაზე, სხვა. 3. ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში ჩვენ გვაქვს უფლება, ნებისმიერ დროს განვაახლოთ „მონაცემთა დავის პოლიტიკა“. იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა „მომხმარებლის“ იდენტიფიცირებადი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან „მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში“, ჩვენ ისე განვათავსებთ შეტყობინებას „აპლიკაციაზე“, რომ შეძლოთ მათი გაცნობა „სერვისების“ მოხმარების გაგრძელებამდე. თუ „თქვენ“ წინააღმდეგი იქნებით პირობებში რაიმე ცვლილების და აღარ ისურვებთ „სერვისების“ მიღებას, „თქვენი“ ანგარიშის დეაქტივაცია შეგიძლიათ განახორციელოთ. თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ჩვენი ახლანდელი „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ეხება ყველა ინფორმაციას, რომელიც EKIMO DOCTORS-ს აქვს „თქვენსა“ და „თქვენი“ ანგარიშის შესახებ. 4. თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე „თქვენ“ აღიარებთ, რომ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ წარმოადგენს „აპლიკაციის და სერვისების გამოყენების პირობების“ ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ თუ „აპლიკაციის“ და მისი „სერვისების“ „მომხმარებელი“ გახდებით „თქვენ“ (i) ეთანხმებით „მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და (ii) ეთანხმებით EKIMO DOCTORS-ს მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია „მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა“ და „მომხმარებლის პირობებში“. 5. მისამართი კონფიდენციალობის და მონაცემთა დაცვის უფლების თაობაზე კითხვებისთვის თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდათ წინამდებარე „მონაცემთა დაცვის პოლიტიკის“ ან თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენების და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე support@ekimo.ge. ჩვენ გამოვიყენებთ სათანადო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა გქონდეთ ჩვენს მიერ „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით. გარკვეულ შემთხვევებში, „თქვენ“ გაქვთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებები: • იმ ინფორმაციის წვდომის, განახლების ან წაშლის უფლება, რომელიც ჩვენ „თქვენზე“ გვაქვს. ნებისმიერ დროს, როცა შესაძლებელია, „თქვენ“ შეძლებთ ნახოთ „თქვენი“ „პერსონალური მონაცემები“ ან ითხოვოთ მათი წაშლა, „თქვენი“ ანგარიშის პარამეტრების (სეთინგები) სექციაში. თუ თავად არ შეგიძლიათ ამ ქმედებების განხორციელება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ დახმარებისთვის. • შესწორების უფლება. „თქვენ“ გაქვთ უფლება, შეასწოროთ „თქვენი“ ინფორმაცია, თუ ის არ არის სწორი ან სრული. • თანხმობის გამოხმობის უფლება. „თქვენ“ ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ „თქვენი“ თანხმობა, სადაც EKIMO DOCTORS-ს ესაჭიროება „თქვენი“ თანხმობა „თქვენი“ პერსონალური ინფორმაციის დასამუშავებლად. თუ „თქვენ“ აღარ გსურთ, რომ EKIMO DOCTORS-მ დაამუშაოს „თქვენი“ პერსონალური ინფორმაცია, დაგვიკავშირდით support@ekimo.ge-ზე. თანხმობის ასეთი გამოხმობა გამოიწვევს „თქვენი“ EKIMO DOCTORS-ს ანგარიშის შეწყვეტას. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ თხოვნაზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ „თქვენი“ პირადობის დადასტურება. „თქვენ“ გაქვთ უფლება, მონაცემთა დაცვის სააგენტოში შეიტანოთ საჩივარი ჩვენ მიერ „თქვენი“ პერსონალური მონაცემების შეგროვების და გამოყენების თაობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: https://personaldata.ge.